1. სამართლებრივი საფუძველი/მიზანი
- წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ვებგვერდით “dental.unimedi.ge” სარგებლობის წესებსა და პირობებს;
- წინამდებარე არის ორმხრივად მავალებელი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ერთის მხრივ, შპს “უნიმედი”(ს/კ 404901834) და მეორეს მხრივ, მომხმარებელს შორის;
- ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილი ცვლილებების ჩათვლით, კომპანიის სხვა რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და განხილული უნდა იყოს როგორც მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
- პროდუქციის საბოლოო შეძენის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნების წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე შესაბამისი სამართლებრივი ძალა.
2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- “dental.unimedi.ge” (შემდგომში „ჩვენი“, „ჩვენ“, „კომპანია” „ვებგვერდი“) – დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდება- „შპს უნიმედი“, საიდენტიფიკაციო კოდი- 404901834, რეგისტრირებული- საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, შ. გოგიძის ქ.,N 1
- მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია;
- მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
- მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
- პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
3. მომხმარებლის ინფორმაცია
- წინამდებარე დოკუმენტის გაცნობითა და დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ მითითებული ყველა ინფორმაცია არის სრული და სწორი(პრეზუმირებულია);
- არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი;
- არ იყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, ასევე, განზრახ შეცდომაში შემყვანს მონაცემებს;
- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ გამოიყენებს მოწყობილობას/პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- დაიცავს კომპანიის ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის/მონაცემების: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, პატენტი, გამოსახულება, სასაქონლო ნიშნები, დიზაინისა და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4. შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
- მომხმარებელმა სასურველი პროდუქტის შესაძენად უნდა განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
- მომხმარებელი არჩევს სასურველ პროდუქტს და ნიშნავს ღილაკს “კალათაში დამატება”. შესაძლებელია ერთი სახის რამდენიმე ან სხვადასხვა სახის პროდუქტის დამატება ვირტუალურ კალათაში;
- სასურველი პროდუქტის/ების მონიშვნის შემდეგ მომხმარებელი მონიშვნავს ღილაკს “კალათის ნახვა”, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს მონიშნული პროდუქტების სისწორეში;
- საბოლოო კორექტირების შემდეგ, მომხმარებელი მონიშნავს ღილაკს “შეკვეთის გაფორმება”;
- შეკვეთის გაფორმების შემდეგი ეტაპია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეყვანა შესაბამის ველებში. მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება შეუძლია ორი გზით “ფიზიკური პირი” ან “ორგანიზაცია”;
- სავალდებულო წესით, მომხმარებელი გაეცნობა მიბმულ დოკუმენტაციას: “წესები და პირობები’, “კონფიდენციალურობის პოლიტიკა” და “პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა”;
- ღილაკზე “შეკვეთის განთავსება” მონიშვნით, მომხმარებელი განათავსებს შეკვეთას, რომლის დამადასტურებელი SMS მიიღებს შეკვეთის ასახვისთანავე. დამადასტურებელი SMS არ მიღების შემთხვევაში, შეკვეთა არ მიიჩნევა განთავსებულად.
- კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, არასწორი/არასრული მონაცემების მითითითების, უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
- კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას.
- მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ, შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
5. მიწოდების წესები და პირობები
- კომპანია საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს, თუ შესაძლებელია, დაამუშავებს თვითონ და უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას, ან გადასცემს საკურიერო მომსახურების გამწევ პირს/კომპანიას.
- კომპანიის პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.
- შეკვეთის დამუშავება ხდება სამუშაო დღეებში, შეკვეთის მიღების დღეს.
- მიწოდების ვადა დამოკიდებულია პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე და მიტანის მისამართზე.
- სტანდარტული მიწოდება ხორციელდება 5-7(ხუთი-შვიდი) სამუშაო დღეში.
- მიტანა ხორციელდება კურიერის მომსახურებით ან შეთანხმებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.
6. მომსახურების მიღება
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიიღოს მომსახურება და არ განახორციელოს მომსახურების მიღების განზრახ დაყოვნება/ხელის შეშლა;
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდიდან საღამოს 19:00 საათამდე განთავსებული შეკვეთის ასახვა მოხდება- იმავე დღეს, ხოლო 19:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთა- აისახება მომდევნო სამუშაო დღეს;
- იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, ამის შესახებ აისახება შეძენის დამადასტურებელ ინვოისში ან ხელშეკრულებაში.
7. პროდუქციის უკან დაბრუნების წესი
- პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 14(თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა იყოს:
- უცვლელი და გამოუყენებელ მდგომარეობაში;
- თავდაპირველ შეფუთვაში;
- თან უნდა ერთვოდეს ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ჩეკი ან ინვოისი).
- დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით ან/და სატელეფონო ზარით და მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- შეკვეთის ნომერი;
- პროდუქტის დასახელება;
- დაბრუნების მიზეზი (მიზეზი უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის და გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით).
7.4 თუ პროდუქტი მიღებისთანავე აღმოჩნდება დაზიანებული ან ქარხნული დეფექტით, შეიცვლება კომპანიის მიერ. წინამდებარე უნდა დადასტურდეს შესაბამისი ფოტო/ვიდეო/აუდიო ან სხვა სახის დამადასტურებელი მონაცემებით:
- დაზიანებული ან/და დეფექტური პროდუქტის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მომხმარებელმა უნდა შეატყობინოს კომპანიას მეილზე “info@unimedi.ge”;
- კომპანია დაზიანებულ ან/და დეფექტურ პროდუქტს შეცვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე, თუმცა არაუგვიანეს 3(სამი) სამუშაო დღეში.
8. ანგარიშსწორების წესი
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების გზით;
- ყველა ფასი და არსებული ვალდებულება მითითებულია ლარში (GEL);
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე;
- კომპანია არ აგებს პასუხს იმ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ინსტრუქციების შეუსრულებლობით ან არასწორი ექსპლუატაციით.
- კომპანია პასუხისმგებელი არ არის ვებგვერდის ან/და მომსახურების მომხმარებლისათვის მუდმივად ხელმისაწვდომობაზე და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი სახის შეცდომა;
- კომპანია იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია;
- კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ ბრალეული ქმედების შემთხვევაში;
- კომპანია – სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში, შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
- კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების ან/და სხვა შემაფერხებელი სერვისის მიღებით/მუშაობით.
10. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
- ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანია მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
- მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, ვებგვერდის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს კომპანიის კანონით დაცულ ინტერესებს.
11. მარკეტინგი
- მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ: სახელითა და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
12. ინტელექტუალური უფლებები
- კომპანიის სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, კომპანიის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს კომპანიის სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს კომპანიის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიისათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს კომპანიის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
- ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
- კომპანია პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას კომპანიის საავტორო უფლებები.
13. მესამე მხარე
- კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს კომპანიის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, გაეცნონ ასევე, გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
14. დავის გადაწყვეტი წესი
- წინამდებარე წესებისა და პირობების დოკუმენტი რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
- მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
- წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
15. დამატებითი ინფორმაცია
- წინამდებარე დოკუმენტში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ: info@unimedi.ge ;
032 2 96 92 15