მძლავრი და კომპაქტური Programat CS2 წარმოადგენს იდეალურ საწყის (entry-level) გადაწყვეტას ლითიუმ-დისილიკატური რესტავრაციების დასამზადებლად.
ეს ტექნიკოსზე ორიენტირებული ღუმელი გაძლევთ საშუალებას სწრაფად და მარტივად განახორციელოთ რესტავრაციების კრისტალიზაცია და მოჭიქურება პირდაპირ თქვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში.
ინტუიციური მართვა
დამტკიცებული მემბრანული კლავიატურა და მარტივად აღქმადი ფერადი სენსორული ეკრანი უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას.
ავტომატური ტემპერატურის კალიბრაცია
ერთგვაროვანი სითბოს განაწილება და ავტომატური ტემპერატურის კალიბრაცია (გაგრილების ფაზის ჩათვლით) უზრუნველყოფს სტაბილურ და თანმიმდევრულ შედეგებს.
ენერგიის დაზოგვის ფუნქცია
ეკონომიური ენერგოდამზოგავი ტექნოლოგია standby რეჟიმში ზოგავს ენერგიის მოხმარებას 40%-მდე.
კომპაქტური და პრაქტიკული დიზაინი
ფართო სამუშაო ზედაპირი (tray) უზრუნველყოფს რესტავრაციების უსაფრთხოდ მოთავსებასა და გაგრილებას.
ინტეგრირებულია პინცეტის დამჭერიც.