ვებგვერდი “dental.unimedi.ge” იცავს თქვენს პირად მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, საქართველოს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის” შესახებ კანონის საფუძველზე;
მომხმარებელი, რომელიც “dental.unimedi.ge”-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას “dental.unimedi.ge”-ს, რომ გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით;
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს “dental.unimedi.ge”-ს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივად მავალდებულებელი დოკუმენტი.
2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
“dental.unimedi.ge” (შემდგომში „ჩვენი“, „ჩვენ“, „კომპანია” „ვებგვერდი“) – დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდება- „შპს უნიმედი“, საიდენტიფიკაციო კოდი- 404901834, რეგისტრირებული- საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, შ. გოგიძის ქ.,N 1
პერსონალური მონაცემი/ები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის პერსონალური მონაცემების შესახებაც ვებსაიტის გამოყენების შედეგად გახდა ცნობილი;
მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება, მათ შორის, ღილაკზე “გავეცანი და ვეთანხმები” მონიშვნა და დადასტურება;
მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
3. მომხმარებლის თანხმობა
ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებას: დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. მომხმარებლის მხრიდან ამაზე თანხმობის არ/ვერ მიღების შემთხვევაში, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, მომხმარებელს გაუწიოს რაიმე სახის მომსახურება და შევიდეს სახელშეკრულებო ან/და სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში.
4. პერსონალურ ან/და სხვა სახის მონაცემთა დამუშავების საფუძველი/მიზანი
კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგი:
მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დადება;
მომხმარებლისათვის მომსახურების შეუფერხებლად გაწევა.
კომპანია შეაგროვებს შემდეგი სახის მონაცემების: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი), მიწოდების მისამართი, გადახდის დეტალები (გადამუშავდება დაცულ გადახდის სისტემაში – ჩვენ არ ვინახავთ ბარათის ინფორმაციას), შეკვეთებისა და ტრანზაქციების ისტორია.
თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
შეკვეთის შესრულება და მიწოდება;
გადახდის დამუშავება;
მომხმარებელთან კომუნიკაცია (შეკვეთის სტატუსი, მხარდაჭერა და ა.შ.);
იურიდიული ვალდებულებების შესრულება.
კომპანია არ გაუზიარებს თქვენს მონაცემებს მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: კანონით დადგენილი ვალდებულება მომსახურების მიწოდების მიზნით (მაგ. კურიერული კომპანიები) გადახდის პლატფორმები (მაგ. iPay, TBCPay და სხვა), მხოლოდ გადახდის შესრულების მიზნით.
კომპანია იყენებს თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, მათ შორის: SSL დაშიფვრა დაცული სერვერები მომხმარებლის მონაცემებზე შეზღუდული წვდომა ტრანზაქციების უსაფრთხო დამუშავება PCI DSS სტანდარტით.
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა, მოითხოვოთ მონაცემების რედაქტირება ან წაშლა, უარი თქვათ მონაცემთა დამუშავებაზე.
ვებსაიტი იყენებს Cookies ფაილებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. თუ არ გსურთ Cookies-ის გამოყენება, შეგიძლიათ გამორთოთ თქვენს ბრაუზერში.
5. მომხმარებელი ვალდებულია
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
არასრულწლოვანი პირი:
კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, კომპანია უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვებგვერდზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე: info@unimedi.ge ; 032 2 96 92 15.
6. მონაცემების შენახვის ვადა
კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანია ინახავს/ამუშავებს კანონმდებლობით, წინამდებარე პოლიტიკითა და კომპანიის სამუშაო სპეციფიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
7. დამატებითი ინფორმაცია
წინამდებარე დოკუმენტში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ: info@unimedi.ge ; 032 2 96 92 15