ჩვენ შესახებ

შპს „უნიმედი“ დაარსდა 2011 წელს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა.
შპს „უნიმედი“ ახორციელებს სტომატოლოგიური აპარატურის, ლაბორატორიული და სახარჯი მასალის რეალიზაციას. ასევე ვთავაზობთ აპარატურის მონტაჟისა და ინსტალაციის სერვისს.
ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგიური ბრენდები:Cavex, Ivoclar, Morita, Chirana, Inibsa, Mectron, Apoza, Yeson, Siger და სხვა მწარმოებლები.

ჩვენი კომპანიის პროდუქციით აღიჭურვა და სარგებლობს არა ერთი მოწინავე სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია.
შპს „უნიმედი“ კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას.
შემსყიდველს შეგვიძლია შევთავაზოთ ანგარიშსწორების მოქნილი სისტემა, განვადება, ლიზინგი და ფასდაკლების სასურველი პირობები.
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კომპანია აწყობს ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს სტომატოლოგიური პერსონალისთვის.

ამრიგად, სადაც „უნიმედია“, იქ ხარისხი და პროგრესია!
სადაც ხარისხი და პროგრესია , იქ წარმატებაა!
მაღალი ხარისხი პროფესიონალებს!

გალერეა:

სათაურის ჩასაწერი
0
სათაურის ჩასაწერი
0
სათაურის ჩასაწერი
0